21:47 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 14:09:28, 1001 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძემ ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვევების შესახებ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დისკუსიაში "ადამიანის უფლებათა სისტემური დარღვებები და სახელმწიფო რეაგირების პოლიტიკა"  მონაწილეობა მიიღო, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტისა და ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

„არაერთი ანგარიშით, მოხსენებით, კვლევით დადგინდა, რომ საქართველოში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებების სისტემურ და ფართომასშტაბიან დარღვევებს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს ოფიციალურად აღიარებული დაახლოებით 200 პოლიტპატიმარი. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ ნათელი მოჰფინოს იმ სისტემურ დანაშაულებებს, რომელთაც ადგილი ჰქონდა. ნათელი უნდა მოჰფინოს ეფექტური გამოძიებებით და ყველა კითხვას გასცეს პასუხი, მაგრამ ასევე ყურადღება უნდა მიაქციოს იმ დაზარალებულებს, მსხვერპლს, რომლებმაც საკუთარ თავზე გადაიტანეს ის მძიმე დარღვევები. იქნება ეს კომპენსაციები, ჯანდაცვის პაკეტები, თუ სპეციალური პროგრამები", - განუცხადა ანა დოლიძემ ჟურნალიტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics