23:15 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-17 11:16:38, 1593 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილმა სერჟ სარქისიანთან საქართველო-სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე ისაუბრა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სომხეთის რესპუბლიკაში პირველი სამუშო ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს და პოლიციის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ გასპარიანს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

გიორგი მღებრიშვილმა სომეხ კოლეგას საქართველოს შს სამინისტროში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო და დანაშაულის წინააღმდეგ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველოსა და სომხეთის შს სამინისტროებმა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში უკვე გააფორმეს ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართველი და სომეხი პოლიციელების მჭიდრო და ნაყოფიერ თანამშრომლობას.

პრეზიდენტ სერჟ სარქისიანთან შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის პროცესზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ იგი უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება.

სომხეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და ვლადიმირ გასპარიანმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის პოლიციას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics