23:16 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 16:45:47, 1043 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძემ პარლამენტს „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ დოკუმენტი წარუდგინა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ პარლამენტს „2017 წლისათვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ"  დოკუმენტი წარუდგინა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის  ინფორმაციით, ანა დოლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტი წარადგინა, რომელიც „2017 წლისათვის საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცებას" ეხება.

ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს სამხედრო ძალების რაოდენობა დადგინდა  არაუმეტეს 37 000 ადამიანისა.

„მომვალ წელს სამხედრო ძალების რაოდენობა იგივე რჩება, რაც წელს იყო და არ იზრდება. ჩვენ საქართველოს პარლამენტის  კეთილგანწყობის იმედი გვაქვს ", - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოჯთაბა ხამენეი მამის დაკრძალვას, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics