21:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 13:38:07, 895 ნახვა

საზოგადოება
ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ  ბოლნისის  მუზეუმის ახლად აშენებული შენობა დაათვალიერეს.

საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე მუზეუმის  მშენებლობის და არქიტექტურული პროექტის მომზადების ხარჯები სრულად კომპანია RMG Gold-მა დაფარა.

მუზეუმში შეკრებილი სტუმრებს დავით ლორთქიფანიძემ  მუზეუმის კონცეფცია გააცნო.

 მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების გათვალისწინებით, მოხდება შენობის ადაპტაცია კოლექციების მისაღებად და დაიწყება  ექსპონატების მომზადდება შემდგომი ინსტალაციისთვის.

ბოლნისის მუზეუმი იქნება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. მუზეუმში მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. მუზეუმი შეასრულებს რაიონში კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას, სადაც იმუშავებს მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი.

ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია მუშავდება ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო თემების კურატორები არიან როგორც ქართველი, ასევე გერმანელი მეცნიერები.

ბოლნისის ახალი მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუშაობს მუზეოგრაფიაზე ფრანგ დიზაინერთან ლინა ლოპესთან ერთად.

მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის მაისში, კომპანია RMG Gold-ის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. კომპანია აგრძელებს პროექტის შემდგომი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მხარდაჭერას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics