21:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 10:28:42, 1070 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ოფიციალურ ვიზიტს მართავს

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია  ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით ქართული დელეგაცია შეხვედრებს  აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან, პრემიერ-მინისტრ არტურ რასი-ზადესთან, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან გამართავს.  

უწყების ინფორმაციით, ვიზიტი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ქართული დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალით დაიწყება, რომლის შემდეგაც ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვთან პირისპირ შეხვედრას გამართავს.

აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ქართულ დელეგაციას გაფართოებულ ფორმატშიც შეხვდება, რომლის დროსაც ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში 2017 წლის ორმხრივი თანამშორმლობის გეგმას მოეწერება ხელი.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics