|
2016-12-15 15:38:53, 1024 ნახვა
საზოგადოება
მაკა ჩიჩუა მხედველობა დაქვეითებული ადამიანების განათლებისა და რეაბილიტაციის ევროპის მე-7 საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მხედველობადაქვეითებული ადამიანების განათლებისა და რეაბილიტაციის საერთაშორისო საბჭოს აღმოსავლეთ ევროპის მე-7 საერთაშორისო კონფერენციას „პარტნიორობა: მშობლებისა და სპეციალისტების თანამშრომლობის როლი უსინათლო ბავშვის განათლების პროცესში" დაესწრო, რომელიც დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის "მარიანი" დამფუძნებელმა მარიამ მიქიაშვილმა გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მათივე ინფორმაციით, მარიამ მიქიაშვილმა საქართველოს პირველ ლედის დასწრებისათვის მადლობა გადაუხადა და კონფერენციის ჩატარებაში საქართველოს პრეზდენტის სარეზერვო ფონდის თანამონაწილეობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტის მისასალმებელი მიმართვა გააცნეს. „ყველა ჩვენგანის პასუხისმგებლობაა ვაშენოთ საზოგადოება, სადაც თითოეულ ადამიანს ექნება საკუთარი ნიჭის გამოვლენის, თვითრეალიზაციისა და სრულფასოვანი ცხოვრების შესაძლებლობა. ამდენად, უსინათლოთა განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებას, სამომავლო პერსპექტივების დასახვას, ხელისუფლებათათვის კომპეტენტური რეკომენდაციების შემუშავებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სპეციალისტებთან ერთად, განსაკუთრებით მისასალმებელი და სწორი მიმართულებით სვლის საწინდარია ამ პროცესში მშობელთა აქტიური ჩართულობა", - აღნიშნულია გიორგი მარგველაშვილის მიმართვაში. ცნობისთვის, კონფერენციის მიზანი უსინათლოთა განათლების სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, მშობლების და სპეციალისტების გაძლიერება, ასევე სამომავლო თემების გამოკვეთა და მთავრობისთვის რეკომენდაციების შემუშავებაა.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)