01:35 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 12:23:41, 953 ნახვა

ეკონომიკა
ჭირაქაძე: საზოგადოებისა და ბიზნესის დაწყნარება მნიშვნელოვანია, რათა ყველანი კალაპოტში ჩავდგეთ

"საზოგადოებისა და ბიზნესის დაწყნარება  ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ყველანი კალაპოტში ჩავდგეთ“, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი  ჭირაქაძემ სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება.

გიორგი ჭირაქაძე ეკონომიკის მინისტრი მსგავსად ლარის გამყარებას ზაფხულის პერიოდში ელოდება.

„როდესაც კურსი ძალიან მერყევია, ბიზნესისთვის ძალიან რთული პროგნოზის გაკეთება, თუ რა მოხდება ხვალ. ამიტომ ყველანი თავს იკავებენ საინვესტიციო და სხვა  ქმედებისგან. ჩვენ გვინდა დავინახოთ, რომ ეროვნული ბანკის გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ სტაბილურობა მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული ქვეყანაში. ეკონომიკურ გუნდთან გვქონდა შეხვედრა და დაგვპირდნენ, რომ ისინი ამისთვის ყველაფერს გააკეთებდნენ. პირველი ნიშნებს უკვე ვხედავთ. ვიცით, რომ ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში ელოდება კურსის გამყარებას. მეც ველოდები ნამდვილად, რომ სავალუტო შემოდინებები ზაფხულის განმავლობაში გაცილებით მეტი იქნება. საზოგადოებისა და ბიზნესის დაწყნარება ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ ყველანი კალაპოტში ჩავდგეთ და ყველამ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics