20:18 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 18:28:52, 1305 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძემ უმაღლეს საბჭოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წერილობით წარუდგინა

აჭარის ა.რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ უმაღლეს საბჭოს მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წერილობით წარუდგინა.

მოგვიანებით, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში ზურაბ პატარაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე ინგა შამილიშვილი, ხოლო აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად - ზაალ მიქელაძე წარადგინა.

რაც შეეხება აჭარის სოფლის მეურნეობისა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს, ამ თანამდებობებზე მყოფი რამაზ ბოლქვაძე და ლაშა კომახიძე რჩებიან განახლებული მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში.

განახლებულ მთავრობას აჭარის უმაღლესი საბჭო 7 დღის ვადაში განიხილავს.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics