17:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 17:19:41, 1009 ნახვა

საზოგადოება
რატიანი ქუმსიშვილს: თქვენ ანადგურებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიზნესს-ავტომანქანებით ვაჭრობას

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სერგო რატიანმა ფინანსთა მინისტრს პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებთან შეხვედრა ურჩია.  რატიანის თქმით, ავტომობილებზე  აქციზის გაძვირებით ბევრი ადამიანი დაზარალდება:

„თქვენ ანადგურებთ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ბიზნესს-ესაა ავტომანქანებით ვაჭრობა და ბევრი ადამიანი დაზარალდება. ფაქტობრივად, თქვენ უსპობთ მათ შემოსავალის წყაროს. ეს ადამიანები არიან შეშფოთებულები, მოსულები არიან აქ და ითხოვენ თქვენგან პასუხს. ვალდებულები ხართ, ამ ადამიანებს დაელაპარაკოთ. გირჩევთ, ჩახვიდეთ და დაელაპარაკოთ“,-მიმართა სერგო რატიანმა დიმიტრი ქუმსიშვილს.

ავტომოყვარულები,, დილერები, ავტომობილების იმპორტიორები ავტომობილებზე, საწვავსა და სხვა ნავთობპროდუქტებზე აქციზის გაძვირების ინიციატივას აპროტესტებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics