17:11 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 11:25:30, 1189 ნახვა

საზოგადოება
მეტრო სადგურებზე „ვარკეთილი“, „სამგორი“, „ისანი“ მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია

მეტრო სადგურებზე „ვარკეთილი“ , „სამგორი“, „ისანი“ მგზავრთა გადაყვანა შეჩერებულია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, შეფერხების მიზეზი ტექნიკური ხარვეზია.

„მეტრო სადგური „სამგორი“ საკონტაქტო ლიანდაგზე ძაბვის მიწოდების შეფერხების გამო დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. 09:55 საათიდან პირველ ხაზზე მატარებლები მოძრაობენ ზონურად, კერძოდ, „ახმეტელის თეატრიდან“ „300 არაგველამდე“. 
ადგილზე მობილიზებულები არიან სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ხარვეზის აღმოსაფხვრელად",-აცხადებენ კომპანიაში. 

თბილისის სატრანსპორტო კომპანია  მგზავრებს შექმნილი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics