|
2016-12-14 10:34:10, 1212 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ემოციურ ფონზე მიღებულ გადაწყვეტილებას გადახედავენ
„დადგენილების პროექტში ჩანაწერი დგება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი წარმოდგენილი უნდა იყოს საკონსტიტუციო კომისიაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მონაწილეობა გათვალისწინებულია“,-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია. „პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან არასწორი ფორმატი იქნა შემოთავაზებული, რაც იყო მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ჩვენი ფორმატით იმ დადგენილებას დავამტკიცებთ, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება. ჩვენი ამოცანა, კონსტიტუციის დახვეწაა. თუ ჩვენ გვინდა, რომ კონსტიტუცია არ დავხვეწოთ, შეგვიძლია, იმ არასწორ ფორმატს დავთანხმდეთ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან შემოთავაზებული იყო. ეს ჩვენი მიდგომა იყო, რომელიც მკაფიოდ განვმარტეთ“,-განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)