|
2016-12-13 18:57:49, 1723 ნახვა
საზოგადოება
ბერძული: პროტოკოლის თანახმად, 112-ში ტრიაჟი მოხდება იმ ზარებზე, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებენ
შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტების წარმომადგენლებთან და ასევე 112-ის წარმომადგენელთან შეხვედრა გამართა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრის მოადგილე ნინო ბერძულმა აღნიშნა, დედაქალაქის მასშტაბით ამოქმედდება ოთხი სამედიცინო ობიექტი, რომელიც ვირუსულ ინფექციებთნა დაკავშირებით მოსახლეოაბს პირველად დახმარებას გაუწევს. "დღეისთვის არის 500-ზე მეტი რეაგირების გარეშე დარჩენილი ზარი, გამომდინარე იქედან, რომ მოსახლეობა ინტენსიურად რეკავს. ამიტომ, ჩვენ ავამუშავეთ იგივე პროტოკოლი, რაც შარშან, როგორც იანვარ-თებერვლის თვეში გვქონდა, პროტოკოლი გულისხმობს, რომ ტრიაჟი მოხდება 112-ში იმ ზარებზე, რომლებზეც უნდა მოხდეს დროული რეაგირება. შესაბამისად, პირველი რიგის ამოცანა იქნება, რომ სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადები გავიდნენ ამ ტრიაჟის პროტოკოლიდან გამომდინარე ყველაზე ურგენტულ შემთხვევებში. დანარჩენი ზარები გადანაწილდება იმ საოჯახო ცენტრებში, რომლებიც მუშაობას დაიწყებენ 24 საათიან რეჟიმში. ამ 4 კლინიკას, მოსახლეობას შეუძლია ნებისმიერ დროს მიმართოს და ისინი მდებარეობს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე არსებული საოჯახი მედიცინის ცენტრი, მედკაპიტალის საოჯახი ცენტრები, ისნის, სამგორის, გლდანის და საბურთალოს რაიონებში", - განაცხადა ბერძულმა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)