17:28 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 14:21:10, 1038 ნახვა

პოლიტიკა
“ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებების შედეგად, საქართველოს პრეზიდენტი ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ვეღარ წარადგენს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, კანონპროექტის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ბანკის  ვიცე-პრეზიდენტს საქართველოს პრეზიდენტი ვეღარ დანიშნავს, თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან წამოვიდა.

კობახიძის ინფორმაციით, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში ცვლილებები უკვე მომზადებულია.

"ეს კანონპროექტი მომზადებულია. ინიციატივა  წამოვიდა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტის შესაბამისი უფლებამოსილება არ მოდიოდა შესაბამისობაში კონსტიტუციასთა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩვენ გვთხოვა ამ ხარვეზის გასწორება, აქედან გამომდინარე შემუშავდა ეს კანონპროექტი", - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics