11:33 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 10:34:00, 1372 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი

მთელი საქართველოს მასშტაბით, კვირის ბოლომდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში 10 დეკემბრის ჩათვლით, უმეტესად უნალექო ამინდები შენარჩუნდება.

დღეს დედაქალაქ თბილისში დღე ძირითადად უნალექოდ ჩაივლის, ჰაერი +6 გრადუსამდე გათბება. 8 დეკემბერს ასევე უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებენ, თუმცა ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს. 9 დეკემბერს +4, ხოლო 10 დეკემბერს +5 გრადუსი სითბოა ნავარაუდევი და ასევე უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

დასავლეთ საქართველოში კი დღეს და ხვალ დღის მეორე ნახევარში იწვიმებს. ძირითად რაიონებში 9-10 დეკემბერს  დღე უმეტესად უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა + 5 გრადუსიდან +8გრადუსამდე იმერყევებს. თუმცა, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში თოვლი და ყინვაა მოსალოდნელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics