18:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 14:45:51, 467 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის დანიშნულ ელჩს აქსელ ვეხს შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისათვის მზადების პროცესზე.

დავით ბაქრაძემ აქსელ ვეხს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმების განხორციელების საკითხებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესსზე. ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო რიგის სამიტზე შესრულებული ვალდებულებებით წარსდგება. თავის მხრივ, ელჩმა აღნიშნა, რომ ავსტრია მხარს დაუჭერს საქართველოს მიერ დაფიქსირებული პროგრესის ადექვატურად ასახვას სამიტის გადაწყვეტილებებში. 

შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე წლის 18-19 მაისს საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის პრეზიდენტის დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრეს. ხაზი გაესვა აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის მომზადების კონტექსტში  აღნიშნული ვიზიტის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე, სამართალდამცავ, ეკონომიკისა და ვაჭრობის  სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს და ავსტრიაში ქართული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებზე გაამახვილეს ყურადღება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics