11:32 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 11:15:15, 860 ნახვა

საზოგადოება
„დედაენის ბაღში" საახალწლო ქალაქი მოეწყობა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დღეს თბილისის მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე, საახალწლო ღონისძიებების დეტალებზე ისაუბრა.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, წელს საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით ქუჩები არ გადაიკეტება.

„ეპიცენტრი საახალწლო ღონისძიებების იქნება „დედაენის ბაღში“ და განახლებულ აღმაშენებელზე. „დედაენის ბაღში“ 25 დეკემბრიდან იხსნება საახალწლო ქალაქი,  სადაც ბევრი საინტერესო კულტურული ღონისძიება მოეწყობა. საახალწლო ღონისძიებებით დატვირთული იქნება განახლებული აღმაშენებლის გამზირიც. რაც შეეხება 31 დეკემბრის  გალა კონცერტს, ის რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

რაც შეეხება საახალწლო ილუმინაციებს, თბილისის მერის თქმით, წელს პეკინის ქუჩა, აეროპორტის ტრასა და აღმაშენებლის გამზირი საახალწლოდ ახალი დიზაინით მოირთვება. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics