11:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 10:23:42, 1423 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: საქართველოს პრემიერს ეკონომიკის გასაზრდელად ძალიან კარგი გეგმა აქვს

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი  ამერიკის 2017 წლის სამხედრო ბიუჯეტის პროექტში საქართველოს მხარდაჭერას გამოეხმაურა და განმარტა, რომ  ეს არის ამერიკის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიმართულებით.

„ეს არის საქართველოს, მისი თავდაცვისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუცია. ჩვენ ველით რამდენიმე დელეგაციას, რის შემდეგაც თავდაცვის სამინისტროსთან და სხვა ოფიციალურ პირებთან გვექნება საუბრები იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. ჩვენ გვჭირდება იდეები ქართული მხრიდანაც. თუმცა ვფიქრობ, თანამშრომლობა ძირითადად ორიენტირებული იქნება საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის გაზრდაზე.ბიუჯეტი დამოკიდებულია იმაზე, რისი გაკეთება შეგვიძლია ერთობლივად. სენატის რეზოლუციაში, რომელიც თავდაცვის დანახარჯებს განსაზღვრავს, ნახსენებია საქართველო და ეს კიდევ ერთი მიმანიშნებელია იმისა თუ როგორი ღრმაა მხარდაჭერა თქვენი ქვეყნის მიმართ“,-აღნიშნა იან კელიმ.

რაც შეეხება ეკონომიკას, ელჩის შეფასებით,  საქართველოს პრემიერ მინისტრს ეკონომიკის გასაზრდელად ძალიან კარგი გეგმა აქვს.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics