22:37 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 11:47:20, 2742 ნახვა

მსოფლიო
ოჰაიოს უნივერსიტეტზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო

ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

მედიის ცნობით, დაჯგუფება თავდამსხმელს თავის მებრძოლს უწოდებს.

შეგახსენებთ, რომ ოჰაიოს უნივერსიტეტში 28 ნოემბერს მომხდარი ინციდენტის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, თავად თავდამსხმელი კი პოლიციამ მოკლა. ის ამავე სასწავლებლის 18 წლის სტუდენტი, სომალელი ლტოლვილი აღმოჩნდა. აბდულ რაზაკ ალი არტანი აშშ-ში ლეგალურად ცხოვრობდა.

სტუდენტი საკუთარი ავტომობილით უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შევარდა და რამდენიმე ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, რის შემდეგაც იქ მყოფ ხალხს დანით დაესხა თავს. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics