09:12 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-23 13:16:25, 532 ნახვა

საზოგადოება
აჭარის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრი ორსულებში ფარისებრი ჯირკვლის უფასო სკრინინს იწყებს

აჭარის საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრი პროგრამის -„ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა ორსულებში“ ფარგლებში ფარისებრი ჯირკვლის უფასო სკრინინს იწყებს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის მოსარგებლეებს წარმოადგენენ 0-დან 200 000-მდე სარეიტინგო ქულის მქონე  ორსულები, რომლებიც 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რეგისტრირებულნი არიან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 

უფასო სკრინინგ პროგრამა ითვალისწინებს ენდოკრინოლოგის კონსულტაციას, ფარისებრი ჯირკვლის ულტრასონოგრაფიულ და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალურ კვლევას (თირეოტროპული ჰორმონის განსაზღვრა, თავისუფალი თიროქსინის განსაზღვრა). პროგრამის ფარგელბში უფასო სამედიცინო მომსახურებას მიიღებს 2000 ორსული.

პროგრამის შემსრულებელი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გამოვლენილი იურიდიული პირი სს. საზღვაო ჰოსპიტალია.

„ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები ყველაზე გავრცელებულ ენდოკრინულ პათოლოგიათა რიცხვს ეკუთვნის. აჭარა წარმოადგენს აღნიშნული პათოლოგიებით ავადობის ენდემურ ზონას. აქედან გამომდინარე, მეტად მნიშვნელოვანია ორსულებში დაავადებათა ადრეული გამოვლენა, რაც უპირველესად ხელს შეუწყობს ორსულებში გართულებების თავიდან აცილებასა და ჯანსაღი ინტელექტუალი მომავალი თაობის ფორმირებას“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: წელიწადნახევრის წინ ჩაძირული რუსული გემი შესაძლოა ჩრდილოეთ კორეისკენ მიემართებოდა, რომელსაც ბირთვული რეაქტორები გადაჰქონდა
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა პეკინის დაწესებული სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics