|
2015-03-23 13:06:53, 485 ნახვა
პოლიტიკა
გვენეტაძე: ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვიქნები, ვისაც ხელისუფლებისგან რაიმე პრობლემა შეექმნება
„ყველა იმ მოსამართლის გვერდით ვიქნები, ვისაც ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზეწოლა დაემუქრება და მათ მიმართ არასწორი განცხადება გაკეთდება“,-ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ახალმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. თუმცა, ამავე დროს, გვენეტაძე მოსამართლეებს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით თვითკონტროლსა და თვითანგარიშგებას სთხოვს. „პრეტენზიები მქონდა მაშინ, როცა ვიყავი არამოსამართლე, ვიყავი ჩვეულებრეივი მოქალაქე და ვიბრძოდი დამოუკიდებელი სასამართლოს შესაქმნელად, ბუნებრივია მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ. მე ვიქნები ყველა იმ მოსამართლის გვრედით ვისაც დაემუქრება რაიმე ზეწოლა, რამე პრობლემა შეექმნება ხელისუფლებისგან მათ მათ მიმართ გაკეთდება არასწორი განცხადებები, თუმცა მე ამავდროულად მოსამართლეებს, რეოგორც კოლეგებს ვთხოვ საკუთარ საქმეებთან დაკავშირებით თვითკონტროლსა და თვითანგარიშგებას. რატომ ? მიზანი ერთია საზოგადოების ნდობის დაბრუნება და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების აშენება“,-განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)