02:15 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-23 00:30:42, 1142 ნახვა

საზოგადოება
ტრანსგენდერი ქალი, რომელიც მძიმედ დაჭრეს, გარდაიცვალა

15 ოქტომბერს ორთაჭალაში ტრანსგენდერი ქალი ზიზი რომელიც სცემეს და მძიმედ დაჭრეს, დღეს ღამით გარდაიცვალა.

როგორც "ექსპრესნიუსს" "ნიუ ჰოსპიტალში" უთხრეს, გარდაცვალების მიზეზი სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვები იყო, თუმცა დეტალური დასკვნა მოგვიანებით გახდება ცნობილი. დაზარალებული, ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ორთაჭალაში ტრანსგენდერს ორმა პირმა მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა. მსხვერპლს ჭრილობები კისრის არეში ჰქონდა მიყენებული და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა. იმავე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

19 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics