|
2016-11-22 10:41:01, 733 ნახვა
საზოგადოება
ვითიბი ბანკის მხარდაჭერით გია ყანჩელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის პრემიერა გაიმართება
23 ნოემბერს, გიორგობას კინოთეატრ ამირანში ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „სევდის ანგელოზების“ პრემიერა გაიმართება. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი: თეო ჯორბენაძე. ფილმის ჩვენებამდე გაიმართება მიღება და კონცერტი. ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით გია ყანჩელის ნაწარმოებებს შეასრულებს. სოლისტი - გიორგი ცაგარელი (ალტი). ფილმი „სევდის ანგელოზები“ გადაღებულია რამდენიმე ქალაქში საკონცერტო ტურნეს პარალელურად. მათ შორის - ბერლინი, ბრუსელი, ანტვერპენი, ბაქო. როგორი იყო მაესტროს ცხოვრების გზა, კადრები, რომლებიც არასოდეს გინახავთ, ისტორიები, რომელიც არასდროს მოგისმენიათ. მაყურებელი ასევე აღმოაჩენს, რომ გია ყანჩელი მისი მუსიკის შესახებ შექმნილი კრიტიკული წერილების უნიკალურ კოლექციასაც ინახავს, ერთ-ერთ მათგანს ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი გაგვაცნობს. ფილმში მონაწილეობენ: რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ნინო ანანიაშვილი, გიდონ კრემერი, ელდარ შენგელაია, სანდრო ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი. (R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)