00:56 - 28 Jun, 2026
|
2016-11-21 14:56:18, 740 ნახვა
საზოგადოება
ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 142-მდე გაიზარდა
ინდოეთში სარკინიგზო ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 142-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ Dailymail იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 200-ზე მეტია. როგორც მედია იტყობინება, 14 ვაგონისგან შემდგარი მატარებელი, რომელშიც 500 მგზავრი იმყოფებოდა, ქალაქ პატნადან ინდორის მიმართულებით მიემგზავრებოდა. ტრაგედია კი უტარ-პრადეშის ქალაქ კანპურთან ახლოს მოხდა. ცნობისთვის, ჩქაროსნული მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და გადატრიალდა. ავარიის მიზეზები ამ დრომდე უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, მატარებელი ის ლიანდაგებზე გაჩენილმა ბზარებმა გამოიწვია. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მედიკოსების ცნობით, 12 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)