23:11 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-18 15:43:06, 847 ნახვა

პოლიტიკა
მე-9 მოწვევის პარლამენტში 5 ფრაქცია დარეგისტრირდა

მე-9 მოწვევის პარლამენტის სხდომა განახლდა. სამანდატო კომისიის თავმჯდომარემ დეპუტატებს   და მიწვეულ სტუმრებს ფრაქციათა უმრავლესობისა და უმცირესობის შექმნის თაობაზე მიაწოდა ინფორმაცია.  პარლამენტში სულ 5 ფრაქცია დარეგისტრირდა.

კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში დარეგისტრირდა ფრაქცია „ქართული ოცნება“, რომელშიც  გაერთიანებულია 110 წევრი. ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძეა, ხოლო მდივანი-ნინო წილოსანი. ასევე, შეიქმნა ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველები“, რომელშიც გაერთიანებულია პარლამენტის 6 წევრი. თავმჯდომარე სიმონ ნოზაძე, მდივანი კი ელგუჯა გოცირიძეა.

ჯამში, 116 წევრისგან შეიქმნა უმრავლესობა. უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძეა.

ამასთან, უმცირესობის შემადგენლობაში  დარეგისტრირდ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც  პარლამენტის 20 წევრისგან შედგება. მისი თავმჯდომარე  ნიკანორ მელიაა. ამავდროულად,  დარეგისტრირდა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა-საქართველოს წინსვლისათვის“, თავმჯდომარე ელენე ხოშტარიაა.  ფრაქცია 6 წევრისგან შედგება.

უმცირესობა ჯამში ორი ფრაქციის და მათში შემავალი  26 კაცის შემადგენლობით დარეგისტრირდა.   

 ასევე, დარეგისტრირდა ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“. ის 6 წევრისგან შედგება. ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია, ხოლო  მდივანი გელა მიქაძეა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics