22:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-17 10:55:09, 670 ნახვა

საზოგადოება
თიბისი გალერეა გამოფენას „რაგბი ჩვენი თამაშია" მასპინძლობს

თიბისი გალერეაში ფოტოგრაფ გოგიტა ბუხაიძის პერსონალური გამოფენა „რაგბი ჩვენი თამაშია" გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია 40-მდე ფოტო, რომლებიც გოგიტა ბუხაიძემ 14 წლის განმავლობაში საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების სხვადასხვა თამაშზე გადაიღო.

გამოფენაზე წარმოდგენილია ფოტოები 2002 წლიდან, როდესაც ქართველი  ბორჯღალოსნები პირველად გავიდნენ საასპარეზოდ მსოფლიო თასზე; ასევე, ისეთი სააინტერესო და დაძაბული მატჩების ამსახველი ფოტოკადრები, როგორებიცაა ფიჯი-საქართველო,  იაპონია-საქართველო, არგენტინა-საქართველო, ტონგა-საქართველო, სამოა-საქართველო და ა.შ.

გოგიტა ბუხაიძე  უკვე მრავალი წელია მორაგბეებთან  ერთად  სხვადასხვა  ქვეყანაში მოგზაურობს და მათ თამაშებს იღებს.  ფოტოგრაფი, რომელიც  გატაცებულია სპორტული ფოტოგრაფიით, არაერთი პერსონალური გამოფენის ავტორია.

გამოფენა „რაგბი ჩვენი თამაშია" რაგბის კავშირის გენერალური პარტნიორის თიბისი ბანკის მხარდაჭერით იმართება. თიბისი ბანკისა და რაგბის კავშირის თანამშრომლობა მიზნად ისახავს რაგბის განვითარების ხელშეწყობას და მისი, როგორც საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდური სპორტის, პოპულარიზაციას.

გოგიტა ბუხაიძის ნამუშევრები თიბისი გალერეაში 18 ნოემბრამდე დარჩება.

 

(R)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
მზადება ახალი თავგადასავლისთვის - თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics