21:49 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-16 13:38:29, 784 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე: სააკაშვილი ცდილობს, პარტია "ნაციონალური მოძრაობა" შეინარჩუნოს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს, შეინარჩუნოს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ “გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, "ნაციონალურ მოძრაობაში“ რთული პროცესები და დაპირისპირებებია.

„ზოგადად მიხეილ სააკაშვილის საჯარო განცხადებები იყო ასეთი, რომ ადამიანი, რომელიც ქართულ პოლიტიკაშია და არ არის „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის რუსეთის აგენტი. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც წავა „ნაციონალური მოძრაობიდან“, არის ვიღაცის მიერ ნაყიდი. ამ შემთხვევაში რუსებისგან ან ივანიშვილისგან ნაყიდი. ეს მესიჯები სინამდვილეში ჩვენთვის არ არის გათვლილი, ეს გათვლილია „ნაციონალური მოძრაობის“, სააკაშვილის მომხრეებისთვის, რათა ისინი დაარწმუნონ, რომ “ნაციონალური მოძრაობა" არის ისეთი კარგი პარტია, საიდანაც შეუძლებელია, წესიერი ადამიანი წავიდეს“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics