20:47 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-15 16:39:12, 713 ნახვა

საზოგადოება
პროექტით „გახდი სასამართლოს მეგობარი“ გათვალისწინებული ტრენინგები დასრულდა

სამოქალაქო ჩართულობის ცენტრის პროექტით „გახდი სასამართლოს მეგობარი“ გათვალისწინებული ტრენინგები დასრულდა. 

პროექტის მონაწილეებმა ტრენინგის ფარგლებში შეისწავლეს: სასამართლოს მეგობრის ,, Amicus Curiae’’  ინსტიტუტის წარმოშობა  და მისი არსი; სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტი საქართველოს კანონმდებლობის თანახმად;  წერის სტანდარტები; სასამართლო პრაქტიკის ზოგადი მიმოხილვა; სასამართლოს მეგობრის წერილობითი მოსაზრების ეფექტურად მომზადების თაობაზე გამოცდილების გაზიარება.

ტრენერი - თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი. 

პროექტის ფარგლებში, 17 ნოემბერს გაიმართება ლექცია, სადაც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი, მონაწილეებს, გააცნობს სასამართლოს მეგობრის ინსტიტუტის საერთაშორისო და საქართველოს პრაქტიკას.  ლექციის შემდგომ, კონკურსის, ფარგლებში მონაწილეებს მიეცემათ პრაქტიკული დავალება/ქეისი, რომელზეც 10 დღის განმავლობაში მოამზადებენ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას, რის შემდგომაც  ჟიური გამოავლენს 4/6 საუკეთესო მონაწილეს, რომლებიც მონაწილებას კონკურსის ფინალში მიიღებენ.  კონკურსის ფინალის შესაბამისად, ჟიური გამოავლენს ორ გამარჯვებულს, რომლებიც  6 თვის განმავლობაში (2017 წელი, იანვარი - ივნისი) თბილისისი საქალაქო სასმართლოს, სისხლის სამართლის კოლეგიაში მიმდინარე საქმეებზე, სასამართლოსთვის წარსადგენად, მოამზადებენ 5-5 სასამართლოს მეგობრის მოსაზრებას.

პროექტი დაფინანსებულია ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მიერ.

პროექტის პარტნიორები: მართლმსაჯულების გაძლირებისა და სასამართლებრივი განათლების ცენტრი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, თბილისის საქალაქო სასამართლო, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია.

პროექტის მედია მხარდამჭერები: საინფორმაციო სააგენტო „პირველი“, საინფორმაციო სააგენტო „ლიბერალი“ და ანალიტიკური/საინფორმაციო სააგენტო „მედია კლუბი“.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics