19:16 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 15:57:13, 674 ნახვა

საზოგადოება
ლიბანის ქუჩაზე ახალი სპორტული მოედანი მოეწყო

ავჭალის დასახლებაში, ლიბანის ქუჩაზე, ახალი სპორტული მოედნის მოწყობა დასრულდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, 573 კვ.მ ფართობზე   ხელოვნური საფარი დაიგო,   მოედანი შემოიღობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მავთულ-ბადით, დამონტაჟდა კალათბურთის ფარი და ფეხბურთის კარი,  მოეწყო მინაპლასტიკის დამცავი ჯებირი.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან,  35 216 ლარი დაიხარჯა.

გლდანის რაიონის მასშტაბით, ახალი სპორტული მოედნები ეწყობა კიდევ 5 მისამართზე: გლდანის მე-7 მ/რ-ის მე-19 კორპუსთან, გლდანის მე-5 მ/რ-ის 21-ე კორპუსთან, გლდანის მე-4 მ/რ-ის 112-ე კორპუსთან, გლდანის ხევში მე-6 კორპუსთან და მუხიანის მე-2 მ/რ-ის მე-8 კორპუსთან. აღნიშნულ ობიექტებზე სამუშაოები თვის ბოლომდე დასრულდება.

გარდა ახალი სპორტული მოედნების მოწყობისა, რაიონის მასშტაბით, შვიდ არსებულ სპორტულ მოედანსაც უტარდება სარემონტო სამუშაოები.

 ამ ეტაპზე სპორტული მოედნების მოწყობისა და სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, 338 239 ლარია გამოყოფილი.

2016 წლის მონაცემებით, სულ, 21 ობიექტზე მოხდა სპორტული მოედნების რეაბილიტაცია, რაშიც 838 997 ლარი დაიხარჯა.

ლიბანის ქუჩაზე, სპორტული მოედნის მოწყობის გარდა, სხვა ინფრაქტრუქტურული პროექტებიც ხორციელდება. ცოტა ხნის წინ ლიბანის #19-ში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სავარჯიშო ტრენაჟორების მოეწყო.

გარდა ამისა, ლიბანის #15-ში სრულდება ბილიკისა და ახალი კიბის მოწყობა, ლიბანის #1-ში კი შშმ პირთათვის პანდუსი გაკეთდა.

გლდანის რაიონის მასშტაბით, ინფრაქტრუქტურული და კეთილმოწყობის სამუშაოები სხვა ობიექტებზეც მიმდინარეობს.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics