18:48 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-11 15:50:32, 722 ნახვა

სამხედრო
გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის სხდომას დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ბრიუსელში ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსის მიწვევით იმყოფებოდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ფედერიკა მოგერინიმ გახსნა.

სამხედრო მაღალჩინოსნებმა ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიები, ამ კუთხით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

სამხედრო კომიტეტის სხდომის ფარგლებში, გენერალური შტაბის უფროსმა ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ მიხაილ კოსტარაკოსთან, შვედეთის შეიარაღებული ძალების უმაღლეს სარდალთან, გენერალ მაიკლ ბაიდენთან და საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის შტაბის მეთაურთან, გენერალ პიერ დო ვილიესთან.

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე ევროკავშირის საწვრთნელი მისიის (EUTM RCA) მეთაურთან, გენერალ-მაიორ ერიკ ოტოკლიკ ღაისთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის ჩართვის საკითხი იყო.

მან ქართულ მხარეს სრული მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობაზე და გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს მადლობა გადაუხადა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით წარმოებულ მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობისთვის. 

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია
დაბომბვის შემდეგ პირველად ისტორიაში, სერბეთმა ნატოსთან ერთად პირველი სამხედრო წვრთნა დაიწყო
საფრანგეთში, ნოროვირუსის აფეთქების გამო, კარანტინში მოათავსეს 1700 ადამიანის გადამყვანი საკრუიზო გემი
დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან მოკავშირეობის გაღრმავების კანონპროექტი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics