16:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 23:04:39, 843 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ქორწინების განსაზღვრაზე: მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს წინასაარჩევო კამპანიის გარკვეული შტრიხი იყო

მაშინაც მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს წინასაარჩევო კამპანიის გარკვეული შტრიხია და ნაწილია, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი "ქართული ოცნების" ინიციატივას, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციაში ქორწინება უნდა განისაზღვროს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა.

პრეზიდენტის განცხადებით, ამ ჩანაწერში ჰომოფობიური ტენდეციები არ იკვეთება, წინააღმდეგ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსში არსებული მსგავსი ჩანაწერიც ჰომოფობიურია.

„მაშინაც მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს წინასაარჩევო კამპანიის გარკვეული შტრიხია და ნაწილია, რადგან ასეთი ჩანაწერი უკვე არსებობს სამოქალაქო კოდექსში. თუმცა ეს იყო ქართული ოცნებისსაარჩევნო დაპირება. შესაბამისად მიმაჩნია, რომ მათ უკვე აქვთ ვალდებულება და ეს ვალდებულება უნდა შეუსრულოს ამომრჩეველს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა "არჩევანში".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გორში ტელე-რადიო კომპანია „თრიალეთის“ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
თიბისი სტუმრებს Tbilisi Open Air-ზე განსაკუთრებული შეთავაზებებით უმასპინძლებს
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics