16:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-08 13:41:56, 775 ნახვა

საზოგადოება
მოსკოვის გამზირზე 128-ე საბავშვო ბაღის ეზოში 160 ძირი კვიპაროსი დაირგო

სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე მდებარე 128-ე საბავშვო ბაღის ეზოში 160 ძირი კვიპაროსი დაირგო. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, გამწვანების აქციაში თბილისის მერი დავით ნარმანია ბაღის აღსაზრდელებთან ერთად მონაწილეობდა. 

მათივე ცნობით, მათთან ერთად ხეები მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა და თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამაც დარგეს.

გამწვანების სეზონური ღონისძიებების ფარგლებში,  დარგული ხე-მცენარეების მოვლა-პატრონობას კონტრაქტორი კომპანია „მწვანე სახლი“ 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს. 

„ახალი საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, პატარებთან ერთად,  160 ხე დავრგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ისინი უყურებენ და სწავლობენ, როგორ მიმდინარეობს გამწვანების პროცესი და როგორ უნდა მოუარონ ქალაქს. გარდა ამისა,  გამწვანების ღონისძიებებით  ხელს ვუწყობთ თბილისში უკეთესი ეკოლოგიური მდგომარეობის შექმნას“,- განაცხადა დავით ნარმანიამ. 

ცნობისთვის, შემოდგომაზე თბილისის შემოგარენსა და ცენტრალურ უბნებში 80 000 ხე - მცენარე დაირგვება.  აქედან,  50 000  ნერგი  მახათას  მთაზე და  თბილისის  ზღვის გარშემო,  30 000-მდე კი  სკვერებში, გამზირებზე და საცხოვრებელი კორპუსების  მიმდებარედ.  დასარგავი  ხე - მცენარეების  სიმაღლე 1,5- 5 მეტრამდეა.

   სეზონური გამწვანების  ღონისძიებები  დეკემბრის  შუა რიცხვებამდე  გაგრძელდება.  

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics