16:43 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-07 16:31:51, 829 ნახვა

სამხედრო
ვლადიმერ ჩაჩიბაია: წელს დავიწყებთ მუშაობას, რომ გაზაფხულისთვის ახალწვეულების მისაღებად მზად ვიყოთ

ჩვენ დავიწყებთ მუშაობას წელს, რომ გაზაფხულისთვის უკვე მზად ვიყოთ და მივიღოთ ახალწვეულები სამხედრო ნაწილებში, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ ჩაჩიბაიამ განაცხადა.

როგორც ჩაჩიბაიამ აღნიშნა, სავალდებულო სამხედრო გაწვევის გაუქმების გადაწყვეტილების გადახედვის შედეგად ბევრი ხარვეზი აღმოჩნდა.

„ჩვენ გარკვეული ხარვეზები შეგვექმნა სამხედრო ნაწილებში, ამიტომ ახალწვეულების დაბრუნება შეიარაღებულ ძალებში არის მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის პირველ რიგში იაფი, ეკონომიური და ეფექტიანი. ჩვენ ვაუმჯობესებთ ამ სისტემას, ვიდრე ეს აქამდე იყო. ახალწვეულები გაივლიან საწყის საბრძოლო მომზადებას, ანალოგიურს, როგორსაც გადიან ჩვენი პროფესიონალი სამხედროები. მათი ანაზღაურება 7 ლარიდან გაიზრდება 50 ლარით და მათ უფრო მეტი დრო ექნებათ ვიდრე ეს აქამდე ჰქონდათ”, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურულად და სისტემურად პრობლემა არ არსებობს, უბრალოდ დაიხვეწება საბრძოლო მომზადების პროგრამები და შესაბამისი თანხები გათვალისწინებული იქნება ბიუჯეტში.

„ჩვენ დავიწყებთ მუშაობას უკვე წელს, რომ გაზაფხულისთვის მზად ვიყოთ და მივიღოთ ახალწვეულები ჩვენს სამხედრო ნაწილებში”, - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

ცნობისთვის, თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი მახაშვილი საფრანგეთში მიღებულ რეზოლუციაზე - უამრავი ტყუილი, ბრალდებაა და ამ აბსურდის საფუძველზე არის მოწოდებები
ნიკა გვარამია: არაფერი საწინააღმდეგო რევოლუციის არ მაქვს, უბრალოდ ვნახე, ამის რესურსები გვაქვს თუ არა
ჟორჟოლიანი - გამოიკვეთა 15 პირველადი მოხმარების პროდუქტი, რომელიც ქსელურ მარკეტებში ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი
თბილისში ქუჩაში არჩევდნენ მოქალაქეებს და ინტერნეტბანკინგიდან ფულს ირიცხავდნენ ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 44 პირი დააკავეს - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics