16:21 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-06 14:45:01, 914 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

დღეს საღამოს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა იტალიის  რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი პაოლო ჯენტილონი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში 6-7 ნოემბერს იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდრებს გამართავს  საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და  საგარეო საქმეთა მინისტრთან.

უწყების ინფორმაციით, ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდგომ დაგეგმილია ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრესკონფერენცია.

ვიზიტის ფარგლებში  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოში იტალიის საელჩოსა და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართება  ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის საჯარო გამოსვლა თემაზე -  „იტალია-საქართველოს ურთიერთობები და ევროპის მომავალი“.

ვიზიტის ფარგლებში პაოლო გენტილონი ასევე ეწვევა იუსტიციის სახლს, სადაც გაეცნობა საქართველოს რეფორმებს სახელმწიფო სერვისების სფეროში. 

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი  პატივს მიაგებს საქართველოს დაღულული მებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს.

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო ვიზიტი საქართველოში 2008 წლის  სექტემბერში გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics