15:04 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-04 09:32:46, 640 ნახვა

საზოგადოება
შსს-მ საპოლიციო თანამშრომლობის თემაზე რეგიონულ კონფერენციას უმასპინძლა

შინაგან საქმეთა  მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბესიკ  ამირანაშვილმა და შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ნატრიაშვილმა მონაწილეობა მიიღეს თბილისში გამართულ 2 დღიან რეგიონულ კონფერენციაში - „ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კოორდინატორთა ქსელი - კანონის აღსრულება, ინფორმაციის გაცვლა“.

შსს-ს ინფორმაციით, კონფერენციაზე ოპერატიული საქმეების ანალიზის შესახებ იმსჯელეს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დაკავშირებული მიმდინარე საერთაშორისო ოპერატიული საქმეები განიხილეს.

მათივე ცნობით, კონფერენციას ავსტრიის ბუნდესკრიმინალამტის კრიმინალური პოლიციის უფროსი ერნსტ გაიგერი, ამავე სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი პოლ მარუშეკი, აღმოსავლეთ ევროპული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის სამსახურის წარმომადგენელი ალოის ზორვეგი, ასევე, მოლდოვის, უკრაინის, ბელარუსის, სომხეთის, აზერბაიჯანის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტების და ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საქართველო ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი ქვეყანაა კავკასიის რეგიონიდან, რომელიც საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობასთან დაკავშირებით ევროკავშირის პროექტში ჩაერთო. პროექტი რეგიონის ქვეყნებს შორის ოპერატიულ თანამშრომლობას, ინფორმაციის გაცვლას, არალეგალური ფულის მიმოქცევის კონტროლს და დამნაშავეთა დაკავების პროცესში კოორდინაციას გულისხმობს. იგი, ასევე, ხელს უწყობს ოპერატიული თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივი გამოძიებების ინიცირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
ყირიმში მასშტაბური ტყის ხანძარი გაჩნდა
სიკორსკიმ გააკრიტიკა პოლონეთის რეაქცია „თეთრი არწივის ორდენის“ სკანდალზე
გახარია - ქვეყანაში ოპოზიციაში ყოფნა დღეს ფიზიკური უსაფრთხოების რისკს უკავშირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics