13:34 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 17:47:40, 840 ნახვა

საზოგადოება
შსს: ოქტომბერში, საქართველოში 527 157 ვიზიტი განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, აქვეყნებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" აცნობეს, 2016 წლის ოქტომბრის თვე 527 157 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 4,5 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-ოქტომბრის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 5 406 188 ვიზიტი განხორციელდა, რაც 8,1%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტს 2 372 351 განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 19,7% ით მეტია.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის ოქტომბერში ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ტურისტი - 215 620 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40,9%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 20,9%);

ტრანზიტი - 121 511 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 23%, კლება წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -6,6%);

სხვა - 190 026 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36,1%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -3%).

2016 წლის ოქტომბერშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ სომხეთიდან (-2,1%), აზერბაიჯანიდან (+10,1%), თურქეთიდან (-16,6%), რუსეთიდან (+13%), უკრაინიდან (+15,8%) და ირანიდან (+344,3%) განხორციელდა.

ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ოქტომბერშიც გამოირჩნენ ლატვია, ლიტვა, გერმანია და იტალია (შესაბამისად 27%, 12%, 8%, და 7%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (35%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან - ბელორუსია (30%), ახლო აღმოსავლეთიდან - ისრაელი (59%), ხოლო აზიის ქვეყნებიდან - არაბთა გაერთიანებული საემიროები 13%-იანი მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების 10%-იანი ზრდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დააკავეს კაცი, რომელმაც მიუსაფარი ძაღლი დაჭრა
სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები საზოგადოებას აქტიურობისკენ და მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ
დეკანოიძე - ოცნება თავად ასხივებს უწიგნურობას, ძალადობას და სიძილვილს, თუმცა სხვებს აპატიმრებს
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics