12:22 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-02 00:03:01, 801 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: პარლამენტში მოხვდა 3 პარტია, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სატელევიზიო სივრცე

პარლამენტში მოხვდა 3 პარტია, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სატელევიზიო სივრცე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მედია იყო პოლარიზებული. უსუფაშვილი აქვე აღნიშნავს, რომ პოლარიზებული მედია თავის მხრივ ნიშნავს, რომ არჩევნები არ იყო სამართლიანი. 

​"პარლამენტში მოხვდა 3 პარტია, რომელსაც ჰქონდა საკუთარი სატელევიზიო სივრცე. ქართულ ოცნებასჰყავდა ტელეკომპანია იმედი და კიდევ რამდენიმე მაუწყებელი, ასევე გარკვეულწილად საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელმაც ეგზიტპოლები სხვა არხებთან ერთად გამოაცხადა,  ნაციონალური მოძრაობისსატელიტი იყო რუსთავი2, პატრიოტთა ალიანსს ჰქონდა ტელეკომპანია ობიექტივი. ეს ნიშნავს, რომ მედია იყო პოლარიზებული," - აცხადებს უსუფაშვილი. 

მისივე განცხაებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით 2016 წლის არჩევნები იყო რამდენჯერმე უკეთესი, თუმცა უარესი, 2013 და 2014 წლის არჩევნებთან შედარებით. 

"ეს იყო რეალური ტესტი, ამ გამოცდაზე კი სახელმწიფოს წაუცდა ხელი გარკვეულ რესურსზე, რომელმაც არჩევნებს დაღი დაუსვა. სამართალდამცავების უცნაური ქმედება მოხდა, - უცებ, სექტემბერ-ოქტომბერში მათ გაუნათდათ გონება, რომ ნაციონალური მოძრაობა ამზადებდა არეულობას და ეს თანხვედრაში იყო პოლიტიკასთან. ამას დაკვირვება სჭირდება მხოლოდ, რომ მიმხვდარიყავი, იყო გარკვეული შეთანხმება მთავრობის მოქმედების კუთხით," - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics