18:44 - 12 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-19 11:32:18, 1371 ნახვა

ეკონომიკა
"ტექნო ბუმში" ძველ ტელევიზორში 200 ლარს მიიღებთ

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეულმა კომპანია „ტექნო ბუმმა“ მომხმარებელთა ინტერესის და მოთხოვნის გათვალისწინებით დღეიდან ახალი აქცია დაიწყო.

კომპანიის ინფორმაციით, „შეცვალე ძველი ტელევიზორი ახლით“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ ყველა მაღაზიაში ერთდროულად ამოქმედდა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, რომ ძველ, გამოუსადეგარ და გადასაგდებად გამზადებულ ტელევიზორში  200 ლარი მიიღონ, მის ნაცვლად კი სახლში ამერიკული და ინგლისური ბრენდების ტელევიზორები წაიღონ.

კომპანიის ცნობით, მაგალითად,   82 სმ დიაგონალის ტელევიზორი 576 ლარი ღირს, მომხმარებელი ძველი გამოუსადეგარი ტელევიზორის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს, ხოლო ახალ ტელევიზორს მხოლოდ 376 ლარად შეიძენს.

მენეჯმენტის ინფორმაციით, აქცია  „შეცვალე ძველი ახლით“ მომხმარებელთა თხოვნით განმეორებით იმართება.

შეგახსენებთ, რომ  ნოემბერში, როდესაც აღნიშნული აქცია მიმდინარეობდა, ტელევიზორი ყველა მომხმარებლმა ვერ მიიღო, რადგან მათი რაოდენობა შეზღუდული იყო. კომპანიის ცნობით, ამჯერად აქციაში მხოლოდ 500 ტელევიზორია ჩართული, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელმა უნდა იჩქაროს და „ტექნო ბუმის“ ამ უპრეცედენტო შეთავაზებით ისარგებლოს.

ამასთან,  „ტექნო ბუმი“ მეხუთე საიუბილეო წელთან დაკავშირებით მთელი წლის მანძილზე მომხმარებელს სხვადასხვა სახის აქციას და სიურპრიზს შესთავაზებს.  2015 წლის ბოლოს კი, კომპანია წლის ყველაზე ლოიალურ მომხმარებლებს გამოავლენს. ვისაც ყველაზე მეტი შენაძენი ექნება ტექნო ბუმში, მათ განსაკუთრებული სიურპრიზები ელით.

აქცია „შეცვალე ძველი ტელევიზორი ახლით“ „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში : თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეიდან დაიწყო და მარაგების ამოწურვამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
EU-ის წარმომადგენლობა: ვულოცავთ შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას
მეუფე ნიკოლოზი ილია მეორის წმინდანად შერაცხვას ითხოვს - მიმართვა, რომლის წაკითხვაც მიტროპოლიტს გაფართოებულ კრებაზე სურდა
მეუფე მიქაელი სინდისის პატიმრებზე: დიდი სიამოვნებით გამოვუშვებდი ყველას
რუსეთში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების დარტყმების გამო, ბენზინის დეფიციტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics