10:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-27 13:30:01, 792 ნახვა

საზოგადოება
28 ოქტომბერს, ტექნო პარკში "სტარტაპ მეგობრულის" პრეზენტაცია გაიმართება

28 ოქტომბერს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტექნოპარკში პროექტ "სტარტაპ მეგობრულის" პრეზენტაციას გამართავს. პროექტის მიზანია, ქვეყანაში ისეთი ბიზნესგარემო შეიქმნას, რომელიც წაახალისებს ადამიანებს დაიწყონ ბიზნესი და ბიზნესსაქმიანობას უფრო მარტივს და ხელმისაწვდომს გახდის. პროექტის ფარგლებში დამწყებ ბიზნესებს - სტარტაპებს, შესაძლებლობა მიეცემათ დაამყარონ ურთიერთობა სახელმწიფოსთან და მსხვილ კომპანიებთან, რომლებიც თავის მხრივ სტარტაპებს მხარს დაუჭერენ სერვისების მიწოდების, სამუშაო სივრცეების შექმნის, ფინანსური თუ  საგანმანათლებლო რესურსების მოძიების და სხვა სახის დახმარების  უზრუნველყოფით.

„სტარტაპ მეგობრულში" გაერთიანდებიან სახელმწიფო სტრუქტურები, კერძო სექტორის წარმომადგენლები, მცირე და საშუალო ბიზნესები  და სტარტაპები. პროექტი სოციალური პასუხისმგებლობის სახეს ატარებს  და  მისი მიზანია,  რაც შეიძლება ბევრმა  კომპანიამ  გაიცნოს სტარტაპები, რათა მაქსიმალურად მეტი ორგანიზაცია ჩაერთოს მათი  ხელშეწყობის  პროცესში.

პრეზენტაციაზე  მოწვეულნი არიან როგორც დამწყები ბიზნესმენები, ისე სხვადასხვა დარგის მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები.  ღონისძიებას გახსნიან საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი  და თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics