10:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-26 21:29:24, 789 ნახვა

საზოგადოება
”კრწანისის” სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილის მამა: ჯერჯერობით გამოძიებას ნდობას ვუცხადებ

ახლა ნორმალურად მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით მათ ნდობას ვუცხადებ, - ამის შესახებ ”კრწანისის” სამხედრო ბაზაზე გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამამ რომან შენგელიამ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა.

მისი განცხადებით, გამოძიება ძირითადად მისი მეორე შვილის ადგილსამყოფელით არის დაინტერესებული. მისივე განცხადებით, მან გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია ორ გაქცეულ პირთან დაკავშირებითაც.

”მკითხეს, რა ვიცი ჩემს მეორე შვილზე. მე მათ ვუთხარი, რომ არ მაქვს ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ასევე, მივაწოდე ინფორმაცია, რომ ორ გაქცეულ პირთან მქონდა სატელეფონო კომუნიკაცია. თქვენთან სხვა დეტალებზე ვერ ვისუბრებ, თუმცა გამოძიებას ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი. საუბარი ასევე იყო ბაზაზე შესვლასთან დაკავშირებით და თუ სად მოკლეს ჩემი შვილი. ახლა ნორმალურად მიმდინარეობს გამოძიება. ჯერჯერობით მათ ნდობას ვუცხადებ”, - განაცხადა რომან შენგელიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics