00:35 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-24 10:13:12, 754 ნახვა

პოლიტიკა
იან კელი: მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახა

 ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში იან კელის  განცხადებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ქართველი ხალხის ნება ასახა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების დღეს გარკვეული ინციდენტები დაფიქსირდა, რაც, ბუნებრივია, ხელს უშლის წყნარი ატმოსფეროს შენარჩუნებას.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის 2 ნომრის სანდრა რულოვსის  გადაწყვეტილებას მეორე ტურში კანდიდატურის მოხსნის თაობაზე, კელი ამბობს, რომ მათ საარჩევნო სუბიექტებს მოუწოდეს, არჩევნებს არ გამოეთიშონ:

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ არჩევნებმა ასახა ქართველი ხალხის ნება. ჩვენჯ გამოვთქვით შეშფოთება გარკვეულ ინციდენტებთან დაკავშირებით. ეს იყო ძალდობის  და დაშინების ინციდენტები  და მიგვაჩნია, რომ ასეთი ინციდენტები არ უწყობენ ხელს წყნარი ატმოსფეროს შენარჩუნებას. ჩვენ ასევე მოვუწოდეთ პოლიტიკურ პარტიებს და  ყველა ჩართულ მხარეს, რომ მთლიანად მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, არ გამოეთიშონ არჩევნებს“,-აღნიშნა იან კელიმ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics