04:49 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-20 13:30:20, 2193 ნახვა

მსოფლიო
თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბა - 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა

თურქეთის ავიაციამ ჩრდილოეთ სირიაში ქურთი მებრძოლების პოზიციები დაბომბა, რის შედეგადაც 200-მდე ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ Associated Press -ი თურქეთის სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება წერს, საჰაერო დარტყმები 18 პოზიციაზე განხორციელდა. თურქული მხარის განცხადებით, ავიაიერიშის შედეგად მოკლულია 160-დან 200-მდე ქურთი მებრძოლი.

სირიელ ქურთებს, რომლებიც ბაშარ ასადის რეჟიმისა და "ისლამური სახელმწიფოს" წინაააღმდეგ იბრძვიან, აშშ უჭერს მხარს. ამასთან, ანკარა მათ "ქურთისტანის მუშათა პარტიის" მხარდამჭერებად და ტერორისტებად მიიჩნევს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics