21:53 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 15:42:20, 784 ნახვა

სამხედრო
ნატოს წარმომადგენელი საქართველოში წარმატებული მისიისთვის დაჯილდოვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმარების პროექტის ექსპერტი, ვიცე-პოლკოვნიკი ვინსენტ ჰანკინე ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის მედლით დააჯილოვა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა ბელგიელ მრჩეველს საქართველოში წარმატებული მისიისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკ ვინსენტ ჰანკინეს როტაცია საქართველოში ექვსთვიანი მოღვაწეობის შემდეგ განხორციელდა.

მას ბელგიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, ვიცე-პოლკოვნიკი კლოდ მოერმანი შეცვლის, რომელიც საქართველოში SNGP-ის ფარგლებში ასევე 6 თვის განმავლობაში იმუშავებს.

დაჯილდოების ცერემონია თავდაცვის სამინისტროში გაიმართა.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში კონტრიბუტორი ქვეყნების მიერ მოვლენილი სამხედრო მრჩევლები დაესწრნენ.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics