04:45 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-19 10:14:59, 668 ნახვა

საზოგადოება
გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის პროექტის ხელშეკრულებას ხელი ოქტომბრის ბოლოს მოეწერება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზის ხელშეკრულებას ხელი ოქტომბრის ბოლომდე მოეწერება.

როგორც მან მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ხელშეკრულება 38 მილიონი ლარის ღირებულებისაა და მშენებლობის ვადა 30 თვეს შეადგენს:

 „კიდევ ერთი საკითხი, რომელიც დღეს გამოდის არის გურჯაანი-ბაკურციხის შემოვლითი გზა, რომლის ხელშეკრულებასაც ხელი მოეწერება ოქტომბრის ბოლომდე. ეს არის 15.5 კილომეტრი შემოვლითი გზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გასაფორმებელი ხელშეკრულება. ის გახლავთ ჩვენი სივრცითი განვითარების გამოყოფილი ნაწილი და ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების განუყოფელი ნაწილი. ეს გზა იქნება გურჯაანი-ბაკურციხის დამაკავშირებელი გზა, რომელიც რესპუბლიკური მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის მიმართულებას დააკავშირებს შიდა გზასთან, რომელიც არის ახმეტა-თელავი-ბაკურციხე და ამ ორი გზის ერთმანეთთან დაკავშირება ძალიან მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ამ მონაკვეთებზე უსაფრთხო და სწრაფ მოძრაობას, ასევე განტვირთავს იქ რამდენიმე სოფელს, სადაც სამწუხაროდ, ბევრი საგზაო შემთხვევა ხდებოდა. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ ხელშეკრულების ხელმოწერა. ეს იქნება 38 მილიონი ლარის ღირებულების მქონე ხელშეკრულება. მშენებლობის ვადა შეადგენს 30 თვეს. ამ მიმართულებით ძალიან კარგი დინამიკა გვაქვს. მადლობას ვუხდი ნოდარ ჯავახიშვილს, რომელმაც მთელი თავისი გუნდით ძალიან ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ უმოკლეს ვადაში მომხდარიყო ამ მოსამზადებელი პროცესის განხორციელება და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ამბიციური გეგმა, რომელიც გამოვაცხადეთ ასეთი დინამიკით გაგრძელდება. ის მაგისტრალები, რომელიც ჩამოთვლილი იყო, აუცილებლად დასრულდება იმ 4 წელიწადში, რომელიც ვთქვით“,- განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics