03:42 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 14:03:23, 1872 ნახვა

მსოფლიო
ჩრდილოეთ კაროლინაში რესპუბლიკური პარტიის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს

ჩრდილოეთ კაროლინაში, ქალაქ ჰილსბოროუში რესპუბლიკური პარტიის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება იუწყება, უცნობმა პირებმა დაწესებულების ფანჯრები დაამსხვრიეს და შენობაში ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები შეაგდეს. აღსანიშნავია, რომ გაჩენილმა ცეცხლმა ოფისი მნიშვნელოვნად დააზიანა.

ამასთანავე, თავდამსხმელებმა კედელზე შავი საღებავით სვასტიკა დახატეს და შემდეგი შინაარსის წარწერა დატოვეს - “ნაცისტო-რესპუბლიკელები, გაეთრიეთ ქალაქიდან”.

მედიის ცნობით, ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ გავრცელებულა.

პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპა თავდამსხმელებს ცხოველები უწოდა, რომლებიც ჩრდილოეთ კაროლინაში ჰილარი კლინტონსა და დემოკრატებს წარმოადგენენ.

თავის მხრივ, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა რესპუბლიკური პარტიის ოფისზე თავდასხმას საშინელი და მიუღებელი უწოდა. ამის შესახებ პრეზიდენტობის კანდიდატმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

მედიის ინფორმაციით, პოლიციამ მომხდარის გამოძიება დაიწყო. როგორც ქალაქ ჰილსბოროუს მერმა ტომ სტივენსმა განაცხადა, თავდასხმა ვანდალიზმის საზღვრებს სცდება და საფრთხის წინაშე  საზოგადოებრივ უსაფრთხოებას აყენებს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics