03:42 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-17 11:20:48, 2211 ნახვა

მსოფლიო
ბრაზილიის ციხეში ბუნტის დროს 25 პატიმარი გარდაიცვალა

ბრაზილის ერთ-ერთი ციხეში მომხდარი დაპირისპირების დროს სულ მცირე 25 პატიმარი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც მედია საშუალება სამართალდამცველებზე დაყრდნობით წერს, 7 პატიმრს თავი მოჰკვეთეს, ხოლო 6 ცოცხლად დაწვეს.

მედიის ცნობით, ინციდენტი ქალაქ ბოა ვისტაში მდებარე ციხეში მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება ვიზიტის საათებში მოხდა.

როგორც BBC-ი წერს, დაპირისპირების დროს პატიმრების ორმა ჯგუფმა ბუნტი დაიწყო, 100 ვიზიტორი მძევლად აიყვანა, და მათი მოკვლით იმუქრებოდა, თუმცა ტყვედ აყვანილი ადამიანების გათავისუფლება მალევე მოხერხდა. 

წინასწარი ინფორმაციით, პატიმრებს დანები და ხის ჯოხები ჰქონდათ. 

მედია საშუალების ცნობით, ციხეში, რომელიც 740 პატიმარზეა გათვლილი, ამჟამად 1 400 პატიმარია განთავსებული.

ცნობისთვის, ბრაზილია პატიმართა რაოდენობით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. ქვეყნის მასშტაბით სასჯელს 600 000 ადამიანი იხდის.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics