18:18 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-14 22:04:54, 820 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ამერიკული ხომალდის შემოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ურყევ მხარდაჭერას საქართველოსადმი

შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განვითარებასთან ერთად, ამერიკული ხომალდის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმის ნავსადგურში მყოფ აშშ-ის მე-6 ფლოტის სამეთაურო და მართვის ხომალდ Mount Whitney-ზე გამართულ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკული ხომალდის საქართველოში შემოსვლის მნიშვნელობა შეაფასა და მას შტატების ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური უწოდა. მისივე განცხადებით, აღნიშნული ვიზიტი მიზნად ისახავს ამერიკის რეგიონული პარტნიორების საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების ზრდას და ამით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. 

„ამერიკის შეერთებული შტატების ხომალდის - MOUNT WHITNEY-ის ბათუმის პორტში შემოსვლა უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განვითარებასთან ერთად, ამერიკული ხომალდის შემოსვლა საქართველოში კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისადმი. ეს ვიზიტი ამერიკის საზღვაო-სამხედრო ფლოტთან ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის შედეგია და მიზნად ისახავს ამერიკის რეგიონალური პარტნიორების საზღვაო-სამხედრო შესაძლებლობების ზრდას და ამით უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას. შავი ზღვის უსაფრთხოება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ასეთი აქტივობები სრულად ასახავს ნატოს დამოკიდებულებას საქართველოს ჩართულობისადმი იმ დიალოგში, რომელიც ეხება შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას და ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაღრმაოთ კავშირები ამ კუთხით,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics