|
2016-10-13 11:31:20, 1338 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მიტჩელი: ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები
ეს არ იყო საუკეთესოდ ჩატარებული არჩევნები. საარჩევნო უბნებზე ძალადობის შემთხვევებს ვგულისხმობ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ყოფილმა მრჩეველმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის პოლიტოლოგმა ლინკოლნ მიტჩემა "ამერიკის ხმას" განუცხადა. ამასთან, როგორც მიტჩელმა აღნიშნა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები 2012 წელთან შედარებით უკეთესი იყო. "შედეგებს რაც შეეხება საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში უკეთესი მმართველობა იქნებოდა თუკი მრავალპარტიული შემადგენლობა იქნებოდა პარლამენტში. თუ შეიქმნებოდა სისტემა, სადაც ერთი პარტია არ იქნებოდა დომინანტი. ეს ხალხს უნდა გადაეწყვიტა. ამ არჩევნებზე კვლავ ვნახეთ ის, რომ ხალხი ისევ ემხრობა სახელისუფლო ძალას, ისე ძლიერად აღარ, როგორც ადრე მაგრამ მაინც", - განაცხადა მიტჩელმა. წინასაარჩევნო პროცესში მმართველი გუნდი ამომრჩევლებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ორბიტიდან გაქრობას, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი კი მხარდამჭერებს საქართველოში დაბრუნებას ჰპირდებოდა. სააკაშვილი ისევ კიევშია, ნაციონალური მოძრაობა კი გაქრობის ნაცვლად ამომრჩეველთა ხმების 27.1 %-ით არჩევნებში გამარჯვებული ძირითადი ოპოზიციური ძალაა. "ყველამ იცოდა, რომ ცალკე აღებულ "თავისუფალ დემოკრატებს" და "რესპუბლიკელებს" ბევრი მომხრე არ ჰყავდათ პარლამენტში. მართალია აქ იცნობენ ირაკლი ალასანიას, თინა ხიდაშელს, დავით უსუფაშვილს, ბუკა პეტრიაშვილს. ვაშინგტონში, 100 ამომრჩევლიდან 80 ნამდვილად მისცემდა ირაკლი ალასანიას ხმას, მაგრამ ეს არჩევნების საერთო სურათზე გავლენას ვერ მოახდენდა. საქართველოსთვის ეს პოლიტიკური პრობლემაა, რომ ყველას უნდა მეფე იყოს. თორემ ეს ორი პარტია რომ გაერთიანებულიყო, სწორედ ისინი იქნებოდნენ მეორე გამარჯვებული და ოპოზიციური ძალა ამ არჩევნებზე", - განაცხადა ექსპერტმა. სტატიის ავტორის თქმით, ქვეყნის პარლამენტში, რომელიც ბოლო ოცი წელია დასავლეთის მოკავშირეა და ცოტა ხნის წინ, ევროკავშირთან სავაჭრო ხელშეკრულება გააფორმა, პირველად პრორუსული ძალა ექვს მანდატს იღებს. რამდენად უცნაურია ეს ქვეყნისთვის, რომლის სამხედრო პარტნიორი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსია და რომლის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. "საქართველოში არის ხალხი რომელსაც არ მოსწონს ნატოს იდეა, დასავლეთისკენ სწრაფვა. თუ ქვეყანა დემოკრატიულია, მაშინ პრორუსულ ძალასაც უნდა ჰქონდეს თავის ხმა. "პატრიოტთა ალიანსს" პარლამენტში მხოლოდ 7 წარმომადგენელი ეყოლება. ისინი გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებენ, ვერც გავლენას მოახდენენ პოლიტიკურ პროცესებზე, მხოლოდ იხმაურებენ. მეორე ძირითადი, ოპოზიციური ძალა - ნაციონალური მოძრაობაა. მიხეილ სააკაშვილის კიევიდან ეგო-თამაშები რომ არ ჰქონოდა, ნაციონალები უფრო მეტი ხმის მოპოვებას შეიძლება პარტიაში სააკაშვილისგან გამიჯვნა ბევრს არ უნდა, მაგრამ მათი სტრატეგისტი ამას მათ ნამდვილად ურჩევდა. როგორც ვხედავთ ისინი არ გაქრნენ, ისინი არსად არ მიდიან. ეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროპაგანდა იყო, სააკაშვილის კი ის, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა. ამით კი "ქართული ოცნება" საკუთარ ამომრჩეველს აშინებდა", - აღნიშნა პოლიტოლოგმა. ლინკოლნ მიტჩელს უტოპიურად მიაჩნია "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვოლსკის განცხადება, რომ პარლამენტს ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის უფლება უნდა მიეცეს
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
ზატულინი -ევროკავშირი საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ უბიძგებს
საქართველოში რუსეთის ინტერესების სექცია - ახალი პატრიარქის არჩევის შესახებ ამბავი რუსეთში დიდი ენთუზიაზმით მიიღეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)