17:06 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 17:56:11, 866 ნახვა

პოლიტიკა
ვარშალომიძე: ბრძოლას ვაგრძელებთ და გამარჯვებისთვის ვიბრძვით

 „მეორე ტურში  ბრძოლას ვაგრძელებთ  და გამარჯვებისთვის ვიბრძვით“,-ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილმა თვამჯდომარემ, აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ სიის პირველმა ნომერმა ლევან ვარშალომიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

 მისივე განცხადებით, აჭარაში არჩევნები გაყალბდა.

 „აჭარაში არჩევნები გაყალბდა და უამრავი მტკიცებულებები წარმოგიდგინეთ, ვიდეოებიც, ოქმები და ჩანაწერები. ამის მიუხედავად, მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას, რადგან ჩვენს უკან უამრავი ამომრჩეველია და ჩვენ ხმებს დავიცავთ ბოლომდე. როგორც იცით, 25 ათასამდე ბიულეტენი გაუქმდა აჭარაში და ეს ხელოვნურად მოხდა, ამის ვიდეო მტკიცებულება გვაქვს. ხვალ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს სასამართლოში და იქ გავაგრძელებთ სიმართლისთვის ბრძოლას, რადგან ოლქში ამ საკითხების განხილვაცირკად გადაიქცა”, - აღნიშნა ვარშალომიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics