00:11 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-12 15:54:15, 753 ნახვა

საზოგადოება
აზერბაიჯანში სოფლის მეურნეობის მეცნიერების გაუმჯობესების მიზნით საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა

აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში, ქალაქ განჯაში მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფრენციის - „საერთაშორისო თანამშრომლობა სოფლის მეურნეობის მეცნიერების გაუმჯობესების მიზნით, სურსათის უსაფთხოების უზრუნველყოფა და გარემოს დაცვა“ - პლენარულ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე სიტყვით გამოვიდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ საქართველოს სოფლის მეურნეობის  განვითარების სტრატეგიაზე და დარგში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 

უწყების ინფორმაციით, იური ნოზაძემ ყურადღება მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებსა და ახალ გამოწვევებზე გაამახვილა.

ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციის წევრებმა აზერბაიჯანის სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის სასწავლო და ექსპერიმენტული ბაზა დაათვალიერეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საერთაშორისო კონფერენციის მუშაობაში  მონაწილეობა  16 ქვეყნის (გერმანია, თურქეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი,  საქართველო, პოლონეთი, რუმინეთი, რუსეთი, უკრაინა, ტაილანდი, ბანგლოდეში,   ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდავეთი,     უზბეკისთანი) წარმომადგენელმა მიიღო.

კონფერენციას  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იოსებ ბერიძე,   სოფლის  მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics