20:58 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-10-07 15:55:35, 702 ნახვა

საზოგადოება
ლელა ჩიქოვანის სომხეთის წარმომადგენლებს შეხვდა

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩეველს, კარენ პარუნაკიანსა და სომხეთის თავდაცვის ატაშეს, პოლკოვნიკ სამუელ რამაზიანს უმასპინძლა.

უწყების ინფორმაციით, ლელა ჩიქოვანმა სტუმრებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით სომხეთის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში ახალი ხელმძღვანელი პირების დანიშვნა მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს და თანამშრომლობის გაგრძელებისა და გაღრმავების სურვილი გამოთქვეს.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში სამხედრო განათლების კუთხით არსებულ მჭიდრო თანამშრომლობასა და ამ მხრივ გამოცდილების გაზიარებას.

შეხვედრის ერთ-ერთი თემა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და სამეზობლო პოლიტიკა იყო. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვეს და ერთმანეთის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics